- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- რამაზ აბელაშვილი
რამაზ აბელაშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- ი. ჭავჭავაძის გამზ. N33 | ლუბლიანას 21, Tbilisi, Georgia, GE, 0100
სპეციალობა
Date of birth: 1 August, 1937 (88 years)
Category: Neuropathologist
Biography:
დაიბადა გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.
1962–1968 წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1968–1970 წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი. წწ მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკურ საავადმყოფოში ნერვულ სნეულებათა განყოფილების ექიმად, 1987 წლიდან ამავე განყოფილების გამგედ. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც დაბეჭდილია რესპუბლიკურ, ყოფილ საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის გამოცემებში. მისი გამოგონება: “თავის ტვინის შერყევის დიაგნოსტიკის მეთოდი მწვავე დახურულ ქალა–ტვინის ტრავმის დროს”, იძლევა საშუალებას ქალა–ტვინის ტრავმების საეჭვო შემთხვევებში ძილ–ღვიძილის ელექტრონისტაგმოგრაფიის საშუალებით დავადგინოთ თავის ტვინის შერყევის არსებობა ან არარსებობა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1985). უმაღლესი კატეგორიის ნევროპათოლოგი (1993).
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ვესტიბულური დიფუნქციის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის შესახებ მსუბუქი დახურული ქალა–ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდში”, დაიცვა 1985 წელს.
Member of Organizations
საქართველოს ნევროლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
Awards and Honors
1974 – მედალი “ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული”