- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- გულნარა ჩაფიძე
გულნარა ჩაფიძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 4 November, 1930 (95 years)
Category: Cardiologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.
1954–1958წწ. იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი–ორდინატორი; 1958–1961წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1962–1963წწ. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1975წწ. ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი; 1992 წლიდან კი გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 1994 წლიდან –
აკად. გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი.
ავტორია 12 პატენტირებული გამოგონების და 259 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს”, დაიცვა 1962 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება”.
Member of Organizations
მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
მედიკო–სოციალური აკადემია, პრეზიდენტი
საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
Awards and Honors
2011 – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით
2011 – საუკუნის სახელის მფლობელი
ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
1991 – ღირსების ორდენი
1989 – სსრკ სახელმწიფო პრემია
1981 – საქართველოს სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი