გოგი ბატიაშვილი - Ekimi-ge.com

გოგი ბატიაშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

სპეციალობა

Date of birth: 4 April, 1944 (82 years)

Category: Cardiologist

Biography:
დაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.
1967–1968წწ. იყო ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის სასოფლო ამბულატორიის გამგე; 1968–1987წწ. აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამამულო და უცხოური პრეპარატების კლინიკურ და ექსპერიმენტულ აპრობაციას. ეკუთვნის ერთი საავტორო უფლება. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მცენარეული ციტოქრომი C გავლენა მიოკარდიუმის შეკუმშვად ფუნქციასა და ენერგეტიკულ ცვლაზე გულის სხვადასხვა ექსპერიმენტული პათოლოგიების დროს”, დაიცვა 1985 წელს.
Member of Organizations
კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
ფარმაკოლოგთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი