შოთა ბიბილეიშვილი - Ekimi-ge.com

შოთა ბიბილეიშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

სპეციალობა

Date of birth: 10 April, 1930 (96 years)

Category: Neurologist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.
1953–1956წწ. იყო ქ. ხოროგის(ტაჯიკეთი) საოლქო საავადმყოფოს ნევროპათოლოგი; 1957–1958წწ. ლენინგრადის I სამედიცინო ინსტიტუტიუს ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1959–1961წწ. ქ. გროზნოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგი; 1961–1964წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1965 წლიდან სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 118 სამეცნიერო ნაშრომის. იყო თბილისის
I კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური კლინიკის სამეცნიერო–კლინიკური ხელმძღვანელი. ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -“თავის ტვინის ელექტრული აქტივობა ექსპერიმენტული ინტრაცერებრული ჰემატომის და თავის ტვინის არტერიების თერმოკუაგულაციის დროს”, დაიცვა 1962 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “თავის ტვინის სომნოგენური სისტემა ეპილეფსიის დროს(კლინიკო–ლაბორატორიული კვლევა)”, დაიცვა 1986 წელს.
Member of Organizations
ამერიკის ნევროლოგიის აკადემია, წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი