- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- მარინე ბოგველიშვილი
მარინე ბოგველიშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- ქავთარაძის ქ. 23, Tbilisi, Georgia, GE, 0100
სპეციალობა
Date of birth: 18 April, 1949 (77 years)
Category: Transfuziologist, Hematologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.
1972–1973წწ. იყო თელავისა და რუსთავის სასწრაფო დახმარების ექიმი; 1973–1975წწ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1975–1985წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1996 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის კლინიკურ–დისპანსერული სამეცნიერო განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის კლინიკური და ექსპერიმენტული ჰემოსტაზიოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. 1994–1996წწ. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კლინიკურ ორდინატორებს. ექიმი–ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ჰეპატო–ლიენური სისტემის როლი თრომბოციტოპიების რეგულაციის მექანიზმში”, დაიცვა 1980 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “მედიკო–სოციალური რეაბილიტაცია, პროგნოზი და სიცოცხლის ხანგრძლივობა მიელოპიოლიფერაციული დაავადებების დროს”, დაიცვა 1993 წელს.
Member of Organizations
საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ასოციაცია, წევრი