ნანა ბურკაძე - Ekimi-ge.com

ნანა ბურკაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 1 March, 1945 (81 years)

Category: Cardiologist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს.
1968–1971წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1971–1972წწ. ამავე ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1972 წლიდან აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილებას. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის, კარდიოიმუნოლოგიისა და პრევენციის პრობლემებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მემკვიდრეობა და გარემოს როლი არტერიული ჰიპერტონიისა და გულის იშემიური დაავადების განვითარებაში”, დაიცვა 1972 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “გულის იშემიური დაავადებისა და არტერიული ჰიპერტონიის ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკა საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობაში”, დაიცვა 1998 წელს.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი