დავით გიორგაძე - Ekimi-ge.com
უკან
დავით გიორგაძე
  • telephone დარეკვა +995322122002

დავით გიორგაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • ანა პოლიტკოვსკაიას ქ N6გ

Date of birth: 27 August, 1960 (65 years)

Category: Oncologist, Surgeon

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს. წწ. გ
აიარა კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა ქ. მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში და მიიღო ონკოლოგისა და ონკოქირურგის კვალიფიკაცია.
წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ონკოლოგიის
სამეცნიერო ცენტრში, გაიარა გზა ქირურგის თანამდებობიდან თორაკალური ქირურგიის განყოფილების გამგემდე; 2006 წელს
მიენიჭა დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის (“აიეტი”) პროფესორის წოდება; 2009 წლიდან მუშაობს
კლინიკა “კონსილიუმ მედულაში”; 2011 წლიდან
არის ამავე კლინიკის კლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელი, ასევე ზოგადი ონკოლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი.
90-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე, ასევე 6 კლინიკური კვლევის (4 ონკოლოგიური და 2 ქირურგიული) მთავარი მკვლევარი. იგი საქართველოში
ერთ-ერთ წამყვან თორაკალურ ქირურგად ითვლება. მის მიერ პირველად საქართველოში
შესრულდა რადიკალური ქირურგიული ჩარევა (პნევმონექტომია, პლევრექტომია, პერიკარდისა და დიაფრაგმის რეზექცია, ამ უკანასკნელის ხელოვნური ბადით პლასტიკით) პლევრის მეზოთელიუმის გამო. დავით გიორგაძე აგრეთვე არის თორაკოსკოპიური ქირურგიის ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში. ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადისერტაციო თემა – “გართულებული ფილტვის კიბო (კლინიკა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა)”, დაიცვა 1989წელს.
Member of Organizations
ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია (ASCO), წევრი
ევროპის მედიკოსთა ასოციაციის საქართველოს თორაკალურ ქირურგთა სექცია, ხელმძღვანელი
ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია (ESMO), წევრი
საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი და ხაზინადარი
საქართველოს რესპირატურთა საზოგადოება, გამგეობის წევრი

Ďalšie miesta prijatia
Tbilisi, Georgia, GE, 0100 | კრწანისის ქუჩა №12

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი