მამია დგებუაძე - Ekimi-ge.com

მამია დგებუაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 4 August, 1927 (98 years)

Category: Balneologist, Physiologist/Physiotherapist

Biography:
დაბადების ადგილი: სოფელი დიდჭყონი(მარტვილის რაიონი).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს.
1952–1955წწ. იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956–1960წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1957–1959წწ. სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1959–1963წწ. სან–ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1960–1972წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი; 1973–1974წწ. პროფესორი; 1974 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 108 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები. კურორტოლოგ–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა: “ჯავის მინერალური წყლის მოქმედების მექანიზმი კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე”, დაიცვა 1957 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “ღვიძლის და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთებით დაავადებათა ინდუქტოთერმიის და ჯავის მინერალური წყლის კომპლექსით მკურნალობის კლინიკური და ექსპერიმენტული დასაბუთება”, დაიცვა 1972 წელს.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი