- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ლია დუნდუა
ლია დუნდუა
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 27 May, 1929 (97 years)
Category: Morphologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.
1954–1958წწ. იყო ბურიატ–მონღოლეთის ასსრ ქ. ბაბუშკინის რკინიგზის მე–7 პოლიკლინიკა–საავადმყოფოს ექიმი თერაპევტ–პედიატრი; 1959–1962წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ექიმი ლაბორანტი; 1962–1976წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა დახელოვნებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოვლინებულ ექიმ–მორფოლოგებს. ექიმი–პათომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ზოგიერთი ქსოვილოვანი კომპონენტების ჰისტოქიმიური თავისებურებანი საშვილისნოს ყელის ეროზიებსა და კიბოში”, დაიცვა 1969 წელს.
Member of Organizations
ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი
პათოლოგანატომთა საზოგადოება, წევრი