- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ლამარა ვაშაკიძე
ლამარა ვაშაკიძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- მარუაშვილის # 50, Tbilisi, Georgia, GE, 0100
Date of birth: 2 July, 1950 (75 years)
Category: Pulmonologist, Phtisiologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს.
1974–1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფთიზიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1976–1980წწ. ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1992–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომის; ეკუთვნის ორი რაციონალიზატორული წინადადება, ორი მეთოდური რეკომენდაცია. ექიმი პულმონოლოგ–ფთიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ფილტვის ქრონიკული დესტრუქციული ტუპერკულიოზის მკურნალობის ეფექტურობა ბაქტერიაგამოყოფის მასიურობის დინამიკის მიხედვით”, დაიცვა 1984 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “სასუნთქი სისტემების არასპეციფიკური ანთებითი დაავადებები ფილტვის ტუპერკულოზის ქრონიკული ფორმებისა და მეტატუბერკულოზური ცვლილებების მქონე პირებში”, 1994 წელს.
Member of Organizations
პულმონოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
ფთიზიატრთა ასოციაცია, წევრი