- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ალა ზედგინიძე
ალა ზედგინიძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 1941 (85 years)
Category: Transfuziologist, Hematologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თრბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.
1965 წლიდან იყო გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ციტოგენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1998 წლის იანვრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰემატოლოგიის კათედრის პროფესორი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 3 გამოგონების, 4 მეთოდური რეკომენდაციისა და 1 სახელმძღვანელოსი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1987), პროფესორი(1999), საქართველოში ონკოციტოგენეტიკის ფუძემდებელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მწვავე ლეიკოზების და სისხლწარმოქმნის ჰოპოპლაზურ მდგომარეობათა ციტოგენეტიკური შესწავლა”, დაიცვა 1969 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “ციტოგენეტიკური ცვლილებების კანონზომიერებანი ლეიკოზების განვითარების პროცესში”, დაიცვა 1987 წელს.
Member of Organizations
ევროპის ციტოგენეტიკოსთა ასოციაცია, წევრი
ეკოლოგიისა და უსაფრთხო ცხოველქმედების საერთაშორისო სამეცნიერო აკადემია, წევრი
საქართველოს სამედიცინო გენეტიკოსთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1996-)