ნინო თოდუა - Ekimi-ge.com

ნინო თოდუა

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 14 February, years)

Category: Hygienist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.
1949–1952წწ. იყო ტროპიკულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1951–1962წწ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, ასპირანტი; 1962–1965წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სასკოლო ჰიგიენის განყოფილების ხელმძღვანელი; 1965–1970წწ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა ჰოგიენის კათედრის ასისტენტი; 1970 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის. უწევს სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას სეს–ის ექიმებს, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს, ბავშვთა პოლიკლინიკებისა და ბავშვთა და მოზარდთა დაწესებულებების ექიმებს. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ქ. თბილისის აბრეშუმის მქსოველ ქალთა სადღეღამისო ენერგოხარჯვის შეწავლისთვის”, დაიცვა 1962 წელს.
Member of Organizations
მედიცინის ისტორიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
პედიატრთა საზოგადოება, წევრი
Awards and Honors
1998 – შრომის ვეტერანი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი