რობერტ კავთელაძე - Ekimi-ge.com

რობერტ კავთელაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 15 August, 1936 (89 years)

Category: Surgeon

Biography:
დაბადების ადგილი: სოფელი ზედა საზანო(თერჯოლის რაიონი).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს.
1960–1964წწ. იყო ახალციხის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1964–1966წწ. “ახალციხნახშირის” მედ. სანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1966–1978წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტიში; 1968–1970წწ. იყო მოსკოვის ოლქის ლუბერცის რაიონის ბერეჟინსკის სახელობის საავადმყოფოს ქირურგი; 1970–1972წწ. ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს ორდინატორი; 1972–1975წწ. მოსკოვის 36–ე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1975–1982წწ. მოსკოვის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასისტენტი; 1982 წლიდან ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ოპერაციის შემდგომი პერიტონიტები”, დაიცვა 1970 წელს.
Member of Organizations
მოსკოვის ქირურგიული საზოგადოება, წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი