გიორგი კალანდარიშვილი - Ekimi-ge.com

გიორგი კალანდარიშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 24 May, 1956 (70 years)

Category: Therapist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.
1982–1983წწ. იყო ცხაკაიას რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი; 1983–1986წწ. მოსკოვის ნ. ი. პიროგოვის სახელობის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1986–1987წწ. ამავე ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრასთან არსებული კლინიკური ალერგოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1990წწ. მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მკურნალობის ექსტრაკორპორალური მეთოდების ზემოქმედება სისხლის ჰემოსტაზურ პოტენციალზე სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით ავადმყოფებში”, დაიცვა 1987 წელს.
Member of Organizations
რუსეთის თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი