სულიკო კუპრაძე - Ekimi-ge.com

სულიკო კუპრაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

სპეციალობა

Date of birth: 3 June, 1943 (83 years)

Category: Immunologist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს.
1967–1970წწ. იყო მოსკოვში ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1970–1972წწ. თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე; 1978–1990წწ. მორფოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990 წლიდან სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგეა. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციების პრობლემას, პლაფერონის როლს ონკოლოგიაში, იმუნოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: “ვირუსული და მიკრობული ინფექციების მოდელირება უჯრედულ და ორგანულ კულტურებში”(თბ., “მეცნიერება”, 1985), “ექსპერიმენტული გრიპის მიმდინარეობა და მკურნალობა იმუნოდეპრესიის პირობებში”(თბ., “მეცნიერება”, 1986). ვირუსოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ნეირამინიდაზის ფუნქციური მნიშვნელობა გრიპისა და პარაგრიპის ინფექციის დროს”, დაიცვა 1971 წელს.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი