თამაზ მარინაშვილი - Ekimi-ge.com

თამაზ მარინაშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 24 August, 1933 (92 years)

Category: Pediatrist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1958 წელს.
1959–1963წწ. იყო თბილისის ბავშვთა IV საავადმყოფო–პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი–პედიატრი; 1963–1972წწ. ექიმთა დახელოვნების თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1992წწ. თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტი. 1992 წლიდან იყო ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პედიატრიის აქტუალურ საკითხებს. არის ავტორთა კოლექტივის წევრი მონოგრაფიებისა: “ზოგიერთი თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადება ბავშვებში”(1983); “ბავშვთა დაავადებები”(1995). მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 92 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის სტუდენტური ნაშრომი. 1962 წელს პირველად საქართველოში, პროფ. ი. კვაჭაძესთან ერთად ბავშვის ორგანიზმიდან გამოყო პარაზიტი ტოქსოპლაზმა გონდი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “კლინიკურ–იმუნოლოგიური პოლიმორფიზმი და ზოგიერთი გენეტიკური მარკერი იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს”, დაიცვა 1992 წელს.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი