- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- რევაზ მაღალაშვილი
რევაზ მაღალაშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 18 January, 1951 (75 years)
Category: Surgeon
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.
1973–1974წწ. იყო თბილისის სასწრაფო დახმარების მე–2 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1974–1976წწ. N227559–ე სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი; 1978–1991წწ. მოსკოვის, სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ორგანოთა გადანერგვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის განყოფილების გამგე; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: “შეხორცებითი დაავადება, როგორც პათოლოგიის სახე”(მოსკოვი, 1986). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ორგანიზმის ჟანგბადის ვალი ხელოვნური გულის მუშაობის და კარდიოქირურგიული ჩარევების დროს”, დაიცვა 1978 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “შეხორცებითი დაავადებებისადმი მიდრეკილების დიაგნოსტიკა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა”, დაიცვა 1990 წელს.
Member of Organizations
გ. მუხაძის სახელობის თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი