ვიქტორ მახათაძე - Ekimi-ge.com

ვიქტორ მახათაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 25 March, 1929 (97 years)

Category: Balneologist, Physiologist/Physiotherapist

Biography:
დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.
1953–1956წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ორდინატორი; 1956–1960წწ. კურორტ ბორჯომის სანატორიუმ “ლიკანის” სამედიცინო–კლინიკური განყოფილების გამგე; 1960–1965წწ. მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო დარგში, 1965–1969 წლებში ბორჯომის სანატორიუმების: “ფირუზა”, “მთის ბროლი”, “ბახტრიონი” მთავარი ექიმი 1969–1980წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1989წწ. პროფკავშირთა კურორტების მართვის საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სამედიცინო დარგში; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის საორგანიზაციო–მეთოდურ დარგს. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა უმრავლესობა ეხება მინერალური წყლების გავლენას საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციებზე, მათი მოქმედების მექანიზმებსა და გამოყენებას გასტროენტეროლოგიური პროფილის დაავადებულთა სამკურნალოდ. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: “ბორჯომი–ბალნეოკლიმატური კურორტი”(თანაავტორი შ. ფარჯანაძე, “საბჭოთა საქართველო”, 1977). იყო კურორტ ბორჯომის სანატორიუმების(“ლიკანი”, “ფირუზა”) და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კონსულტანტი. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი, კურორტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ბორჯომის მინერალური წყლისა და ზოგიერთი საკვები ნივთიერების მოქმედება ნაღვლის ბუშტის მოტორულ ფუნქციაზე(კლინიკურ–ექსპერიმენტული გამოკვლევა)”, დაიცვა 1965 წელს.
Awards and Honors
1983 – საქართველოს დამსახურებული ექიმი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი