იან მურატიდი - Ekimi-ge.com

იან მურატიდი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 28 December, 1928 (97 years)

Category: Doctor infectious diseases, Pediatrist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის პედიატრიის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს.
1954–1957წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა ამავე ინსტიტუტის ფაკულტატური პედიატრიის კათედრაზე; 1957–1965წწ. იყო ამავე კათედრის დოცენტი; 1965–1971წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ბავშვთა ინფექციურ განყოფილების ხელმძღვანელი; 1971–1991წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დოცენტი, რესპუბლიკის ბავშვთა მთავარი ინფექციონისტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ბროშურა, სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა რესპუბლიკის სტაციონარების შემოწმებას, სიკვდილიანობისა და ავადობის ანალიზს. სამინისტროს დავალებით აწყობდა რაიონებში გასვლებს, მძიმე ავადმყოფ ბავშვებთან. ჰქონდა გამოსვლები მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით. პედიატრ–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “პროტეინების და ალბუმინების ფრაქციის ცვლილებები თირკმლის დაავადებების დროს ბავშვებში”, დაიცვა 1962 წელს.
Member of Organizations
თბილისის ინფექციონისტთა სამეცნიერო–პრაქტიკული საზოგადოება, წევრი
თბილისის პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
Awards and Honors
მედალი “შრომითი მამაცობისთვის”
მედალი “ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო”

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი