ალექსანდრე თავართქილაძე - Ekimi-ge.com
უკან
ალექსანდრე თავართქილაძე
  • telephone დარეკვა +995322584800

ალექსანდრე თავართქილაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11 | ლევან ჩარკვიანის ქ. #8 (ლისის ტბის მიმდებარედ), Tbilisi, Georgia, GE, 0100

Date of birth: 23 March, 1981 (45 years)

Category: Geneticist, Doctor, Therapist, Oncologist, Hematologist

Biography:
დაამათავრა თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე (წარჩინებით). სწავლა განაგრძო საფრანგეთის ლუი პასტერის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე რეზიდენტურაში სპეციალობით ონკოლოგია, ჰემატოლოგია და შინაგანი მედიცინა ქალაქ სტრასბურგში.
მიღებული აქვს 4 საერთაშორი სამუშაო ლიცენზია სპეციალობებით: შინაგანი მედიცინა, ონკოლოგია, ჰემატოლოგია, კლინიკური გენეტიკა.
დაცული აქვს 2 დისერტაცია: 1) შინაგან მედიცინაში (მელატონინის, დოფამინის და სეროტონინის როლი პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის პათოგენეზში) და კლინიკურ ონკოლოგიაში (მელატონინის ბიოსინთეზის რეგულაცია და მინი მნიშვნელობა აპლაზიური ანემიების, ჰოჯკინის ლიმფომის და ღვიძლის პირველადი კიბოს განვითარებაში). კლინიკურ ონკოლოგიაში დაცული დისერტაციისათვის მინიჭებული აქვს სენტ ალბერტის ღირსების მედალი მეცნიერების და ფილოსოფიის მიმართულებით (დისერტაციის მასალების მოხსენება, 2012 წ. “Genes and Cancer Meeting” კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი). მისი ნაშრომი ნერვული სისტემის როლი კიბოს განვითარების მექანიზმების შესახებ თარგმნილია თითქმის ყველა ენაზე. აღნიშნული ნაშრომის რეცეზენტი იყო ნობელის პრემიის ლაურიატი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ლონდონის კიბოს ცენტრის დირექტორი – თიმ ჰანტი. ამერიკის შეერთებულ შტატების მეცნიერებათა აკადემიიდან მიღებული აქვს მადლობის ოქროს მედალი ძუძუს კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შემუშავებაში – პერსონალიზებული თერაპია.
იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვებულია პროფესორის სამეცნიერო პედაგოგიური წოდებით და მუდმივი სამუშაო სერტიფიკატით სპეციალობით უჯრედული თერაპია (2014). პროფესორის მუდმივი სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიღებული აქვს ასევე Paris-Descartes უნივერსიტეტის მიერ (2017 წლიდან).
ავსტრალიის ონკოლოგთა ასოციაციის მიერ დაჯიდოვებულია ოქროს მედლით ნაშრომისათვის – ნეიროჰორმონების როლი სიმსივნური დაავადებების განვითარებაში. არის 117 სამეცნიერო ნაშრომის, 7 მონოგრაფიის და 1 სახელმძღვანელოს ავტორი. შეყვანილია საფრანგეთის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის ონკოლოგთა ასოციაციების მუდმივმოქმედ კომისიის დირექტორთა საბჭოს წევრად. არის ამერიკის კიბოს კვლევის შემსწავლელი საზოგადმოების მუდმივ მოქმედი კომისიის მთავარი ექსპერტი და მსოფლიოს ბიოლოგიური რითმების და ეკოლოგიური უსაფრთხოების დირექტორთა საბჭოს წევრი. ასევე ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეგიონული მთავარი კონსულტანტი მიმართულებით/პროექტით – „კვანტური ფიზიკიკიდან სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებამდე“
შედის მსოფლიოს იმ 12 ექიმთა შემადგენლობაში, რომლებიც სწავლობენ და ითვალისწინებენ პაციენტების მკურნალობაში უნივერსალური ბიოლოგიური ნივთიერების – მელატონინის ბიოსინთეზის და სისხლში მისი პათოლოგიური ცვლილებების კორექციის შესაძლებლობებს, ქრონოთერაპიის საკითხებს და ტვინის ზედა დანამატი ჯირკვლის – ეპიფიზის (ჯალღუზისებრი სხეულის) როლს სხვადასხვა დაავადებების პათოგენეზში, სწავლობს ბიოლოგიური რიტმების რღვევის – დესინქრონოზის მოლეკულურ მექანიზმებს და მათი კლინიკურ მედიცინაში ტრანსლაციის საკითხებს რაც თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი სერიოზული გამოწვევაა 1969 წლიდან, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია. ჰორმონ მელატონინის კვლევის საკითხებში ალექსანდრე თავართქილაძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სორბონის, დეკარტეს, ოქსფორდის, ტორონტოს და ჰიროსიმას უნივერსიტეტებიდან, მათ შორის გამორჩეულია სამეცნიერო შრომებისთვის გაცემული ღირსების ოქროს მედალი ამერიკის შეერთებული შტატების ბიორითმოლოგთა ასოციაციის მიერ. პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე მოღვაწეობს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ამავე უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის – პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორად. კლინიკას გააჩნია მძლავრი ლაბორატორიული ბაზა მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად.
ასევე მოღვაწეობს საფრანგეთში ქალაქ პარიზის გუსტავ რუსსოს ჰოსპიტალის იმუნოთერაპიის დეპარტამენტის ექიმ-ონკოლოგად.
ალექსანდრე თავართქილაძე დაჯილდოვებულია სიგელით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ – ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. 2012 წლიდან არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის და ონკოგენეტიკის მთავარი ექსპერტი.
2008 წლიდან პასტერის უნივერსიტეტში (სტრასბურგი) და შემდგომ პასტეტის ინსტიტუტში (პარიზი) მუშაობდა და დღემდე ნაყოფიერად აგრძელებს მუშაობას, ბაქტერიოფაგების (ბუნებრივი „ცოცხალი ანტიბიოტიკების“) მოპოვების, კულტივაციის და კლინიკაში გამოყენების საკითხებზე. მის მიერ შექმნილია ბაქტერიოფაგის 3 სხვადასხვა ვარიანტი, რაც მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ტესტირებულია და აღიარებულია, როგორც სარეზერვო საშუალება ანტიბიოტიკებზე მკვეთრად რეზისტენტული ინფექციების დროს.
ამავე პერიოდიდად დღემდე მუშაობს სიმსივნის გამომწვევი ვირუსების იდენტიფიკაციის მეთოდებსა და ბუნებრივი საშუალებებით (დაბალმოლეკულური ბიოაქტიური მოლეკულებით) მათი ნეიტრალიზაციის გზებზე.
მის მიერ შექმნილია ანტისიმსივნური აქტივობის „კოქტეილი ALTAV“, რომლის შესახებაც რამდენიმე პუბლიკაცია დაიბეჭდა საერთაშორისო პერიოდულ გამოცემებში და არაერთი მოხსენება დაეთმო და დღემდე აქტიურად შეისწავლება.
ალექსანდრე თავართქილაძე კლინიკურ პრაქტიკას ასევე ახორციელებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადებულ პაციენტებზე, რაც მისი შესწავლის ერთ-ერთი საგანიცაა, ის სწავლობს ამ სინდრომის ეთიოლოგიას, პათოგენეზს და მიკრობიომის (მიკრობიოტას) როლს აღნიშნული სინდრომით დაავადებულებში. სწავლობს და პრაქტიკაში იყენებს დისბიოზის (დისბაქტერიოზის), ქრონიკული დაღლილობის სინდრომის და უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის სტატუსებს ონკოლოგიურ და თერაპიული პროფილის პაციენტებში, და იაპონურ და ჩინურ ფარმაკოპეის მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობს დაბალმოლეკულური ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულებით ზემოთაღნიშნული პრობლემების მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდებს. ხსენებული პრობლემები კი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი და ფართოდ გავრცელებული და გარკვეულწილად პიროვნების „მაინვალიდიზირებელი“ პრობლემებია.
სახელმწიფო/ეროვნული მნიშვნელობის მქონე მიღწევები და გამოწვევები:
საქართველოში ამ ეტაპისათვის შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადების პერსონალიზებული თერაპიის სრულყოფილი ციკლის დაფარვა და მენეჯმენტი/შედეგების კონტროლი. უკვე რამდენიმე კლინიკაში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ფუნქციონირებს ახალი თაობის სეკვენატორი და შესაბამისად გენომის და პროტეომის შესწავლის სრულყოფილი სისტემები, ადამიანის გენომზე პირველი ნაბიჯები სწორედ ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ (თსსუ-ის პროფესორები და ექიმები: გაიანე სიმონია, თეიმურაზ პეტრიაშვილი, დინარა კასრაძე, ელენე აბზიანიძე, ფატი რევაზიშვილი, ნანა ოქროსცვარიძე, მაია მაისურაძე, რუსუდან ხუციშვილი) გადაიდგა RT-PCR, DNA-Synthesis Machine და NGS -ის გამოყენებით, რაც შემდგომში ქვეყანაში ამ მიმართულებით მოლეკულურ-გენეტიკურ დიაგნოსტიკას დაედო საფუძვლად და დღემდე 25 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს მოლეკულურ გენეტიკური დიაგნოსტიკით ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში ( წწ).
ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოში უკვე 2010 წლიდან დანერგილია სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების კვლევა CellSearch -ის და DNA-სკანირების (NOKI) მეთოდებით და Cancer Cells Free DNA -ის (FDA from 2012) კვლევა ანუ სრულად ათვისებულია სითხური ბიოფსიის სფერო იმუნოდიაგნოსტიკის სხავდასხვა მეთოდებით (2009 წლიდან).
ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოში დეტალურად ათვისებულია და დანერგილია ონკოპაციენტების ბიოლოგიური რიტმების კვლევა, დესინქრონოზის იდენტიფიკაცია და კორექციის მეთოდების შესწავლა. ჰორმონ მელატონინის და მისი პრეკურსორების როლი ონკოპაციენტებში და დანერგილის ქრონოთერაპიული მიდგომების სრულყოფილი პროტოკოლი (2015 წლიდან).
ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოში დანერგილია მიკრობიომის დეტალური კვლევა ონკოპაციენტებში სპეციფიკური პროგრამით და მეთოდოლოგიით, მიკრობიომის ჩანაცვლებითი თერაპიის მეთოდები პრე- და პრობიოტიკების გამოყენებით, ვინაიდან ონკო (და არა მხოლოდ) პაციენტთა მკურნალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მიკრობიომის სრულყოფილ ფუნქციონირებას და მეტაბოლური სტატუსის ადექვატურ შეფასებას.
საქართველოში 2012 წლიდან ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ დანერგილია ციტოსტატიკებზე მგრძნობელობის ტესტირების მეთოდოლოგია ATP-TCA, NGS და RT-PCR მეთოდებით (FDA 2012-) და მკურნალობა ზუსტი თერაპიით ანუ მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის განსაზღვრა. 2014 წლიდან კი დაინერგა შესაძლებელია კანის დაზიანებული უბნების სპექტრომეტრული გამოკვლევა AURA from Verisante (FDA 2010) სისტემის მეშვეობით, რაც ქსოვილში ბოჭკოვან-ოპტიკური სიგნალის დახმარებით ახდებს 21 ბიომარერის ანალიზს და დიფერენცირებას კანის ათვისებიან სიმსივნეების, მელანომის და კანის სხვა დაავადებების.
2017 წლის იანვარში საქართველოში მოპოვებული იქნა გენეტიკური სკრინინგის პროგრამა BC Cancer Agency -ის ფინანსური მხარდაჭერით, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და კოლორექტალურ სიმსივნეებზე , ჯამურად თანადაფინასებულია 3000 ვოლონტერი (პროგრამა ფუქციონირება დაიწყო 2017 წლის მარტიდან და გაგძელდა 3 წელი).
ალექსანდრე თავართქილაძე დაჯილდოვებულია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ 3 სამეცნიერო და პროექტის სრული დაფინანსებით და სიგელით. მეცნიერებასა და გარემოს დაცვის პროგრამებში შეტანილი წვლილისათვის.
ალექსანდრე თავართქილაძე არის 5 ჯანმრთელობის დაცვის და საგანმათათლებლო კანოპნპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი და კანონპროექტების ავტორი ავტორი
ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ თბილილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებულია პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლიდან არის ევროპის პერსონალიზებული მედიცინის ალიანსის წევრი და ჩართულია საერთო ფუნდამენტურ და დიაგნოსტიკურ კვლევებში. ამავე ინსტიტუტში ფუნქციონირებს საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და იაპონიის პერსონალიზებული მედიცინის ასოციაციების ექსპერტების თანამონაწილეობით. პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის მიერ წლებში გამოქვეყნებულია 17 სამეცნიერო შრომა საერთაშორისო ფორუმებისა და სიმპოზიუმებისათვის (მთავარი მკვლევარები: პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე, პროფესორი გაიანე სიმონია)., ამჟამად მუშავდება 5 სამეცნიერო/ფუნდამენტური კვლევა: კიბოს ბიოლოგიის, ცოცხალ სამყაროში დღეგრძელობის გენების ფუნქციონირების რეგულაციის, გარემოს კანცეროგენების კვლევის, არტერიული ჰიპერტენზიის გენეტიკური მექანიზმების შესწავლის და მიკრობიომის და ნატუროთერაპიის (იაპონური და ჩინური ტრადიციული მედიცინის საქართველოში იმპლემენტაციის პროგრამა), მაღალაქტიური ბიომოლეკულების კვლევის) განვითარების მიმართულებით.
წევრობები:
იაპონიის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (JSMO) დირექტორთა საბჭოს წევრი.
ავსტრალიის სამედიცინო ონკოლოგიური ჯგუფის (MOGA) დირექტორთა საბჭოს წევრი.
საფრანგეთის ონკოლოგიის საზოგადოების (FSO) გამგეობის წევრი.
აშშ-ის მეცნიერების განვითარების ასოციაციის (AAAS) გამგეობის წევრი
ბიოლოგიური რითმების კვლევის საზოგადოების (SRBR) გამგეობის წევრი
ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) წევრი.
ამერიკის კლინიკური ონკოლოგთა ასოციაციის წევრი (ASCO)
ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) წევრი.
ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ევროპული ასოციაციის წევრი (EASL)
ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემიის წევრი (EADV)
კიბოს კვლევის ევროპული ასოციაციის (EACR) წევრი.
კლინიკური სამუშაო სერთიფიკატები:
კლინიკური ონკოლოგიის და ონკოჰემატოლოგიის (მოზრდილთა და ბავშვთა) საერთაშორისო სერთიფიკატი, სარეგისტრაციო ნომერი ONFR
შინაგანი მედიცინის საერთაშორისო სერთიფიკატი, სარეგისტრაციო ნომერი IMFR
სახელმწიფო სერთიფიკატი, სპეციალობა – ონკოლოგია, სერია I ა 34. 003585;
სახელმწიფო სერთიფიკატი, სპეციალობა – შინაგანი მედიცინის სერია I ა 03. 013011;
სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობა – გენეტიკა I ა 66. 016890;
სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობა – ჰემატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია
საავტორო უფლებები და პატენტები:
ანტიბლასტომიური და იმუნომოდულატორული პრეპარატი „ნოვოგენი“ – რეგისტრირებულია სამედიცინო დასაქმების სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2008 წლიდან. დაცულია პატენტით.
ანტივირუსული, ანთებისსაწინააღმდეგო ბიოაქტიური დანამატი „სულაჟერი“ – რეგისტრირებულია სამედიცინო დასაქმების სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2021.
საკვები ნიადაგი სიმსივნური უჯრედებისთვის (AT-Medium) – დაცულია ავტორის უფლებით (2009). დამოწმებული ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის კოდექსის საექსპერტო კომისიის მიერ: AT2009BIOMED8119;
„კავკასიური სპეციფიური ბაქტერიოფაგი“ (per os და ინტრავენურად გამოყენებისთვის) ევროპული საპატენტო ორგანიზაციის მიერ (2018)
სამედიცინო გენეტიკური და მოლეკულურ-ბიოლოგიურ ლაბორატორიულ დანადგარებზე მუშაობის ნებართვები და გამოცდილება:
ფლუორესცენტური და ხილული სპექტროფოტომეტრია ქემოლუმინესცენტური იმუნური ანალიზი (CLIA)
დნმ-ისა და რნმ-ის კვლევის მეთოდოლოგია PCR, RT-PCR და NGS სისტემებით.
ვირუსის კულტვივაცია მეთოდოლოგია ქათმის ემბრიონში.
ქიმიომგრძნობელობა (ტესტირება) სიმსივნურ უჯრედებზე და სიმსივნურ უჯრედებზე სრული MI პროფილის შესწავლა
მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია (HPLC), ატომური აბსორბციული სპექტროსკოპია (AAS), დნმ-სკანირება (NOKI), სითხური ბიოფსიის კვლევის მეთოდოლოგიები, ელექტრონული, ფლუორესცენტული და ხილული სინათლის მიკროსკოპია.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე თავრთქილაძის მიერ წწ გამოქვეყნებული შრომები, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.
ქვემოთ წარმოდგენილ Google Scholar-ის ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ ალექსანდრე თავართქილაძის შრომებს და მის მიერ რეცენზირებულ პუბლიკაციებს
https://scholar.google.com/citations?hl=en&user=IqYiaUsAAAAJ&view_op=list_works&sortby=pubdate
dasaxeleba
gamomcemloba, Jurnali, krebuli (dasaxeleba, weli,nomeri,gverdebi), an saavtoromowmobis/patentisnomeri
Tanaavtori/-ebi
SeniSvna
(informaciagamocemisreferirebadobis, impaqt-faqtoris, sxv. Sesaxeb)
Биохимические, фармакологические и клинические аспекты влияния метионина, триптофана, пиридоксина, Са++и высококалорийной пищи на синтез и интенсивность секреции мелатонина
Georgian Medical News, 2006, N3 (132) pp.11-123
გ.სიმონია, დ.კოლბაია, ა.შალაშვილი, თ.პეტრიაშვილი
ქართული რეფერირებადი
ჟურნალი
რეფერირებადი
IF -0,016
Биохыимические и клинические аспекты влияния норадреналина на биосинтез гормона мелатонина в эксперименте
Georgian Medical News, 2006, No4 (133), pp.86-88
Симониа Г,
Колбаия Д,
Петриашвили Т.
ქართული რეფერირებადი
ჟურნალი
რეფერირებადი
IF -0,016
The Study of Hepatoprotective Activity of Melatonin and Medication “Alkaron” Againist a Background of Paracetamol’s long Influence on Organism
Annals of Biomedical Research and Education, 2006, Vol.6, pp.37-38
Kasradze D.
Kolbaia D,
Shalashvili A,
Petriashvili T.
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
The Study of Myeloprotective ctivity of Melatonin During Durable Using of Chloramphenicole
Annals of Biomedical Research and Education, 2006, Vol.6, pp.111-112
Kasradze D,
Kolbaia D.
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
The Study of Neuroprotective Activity of Melatonin During Durable Unsing of Prednizolone
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, 2007, N 6, 33 pp 375-380
Kasradze D,
Didava G.
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
Pyridoxine (Vitamine B6) Influence on Endogenic Melatonin Production During The Experimet
Georgian Medical News, 2006, No4 (133), pp.56-58
Kasradze D,
Petriashvili T.
ქართული რეფერირებადი
ჟურნალი
რეფერირებადი
IF -0,016
მელატონინი
თბილისი, 2008, გამომცემლობა “მთაწმინდელი“, 257 გვ.
მონოგრაფია
ISBN:
97ნოვოგენი
თბილისი, 2008, გამომცემლობა “მთაწმინდელი“, 232 გვ.
დ. ყოლბაია
მონოგრაფია
ISBN:
97The Study of Myeloprotective Activity of Melatonin Against a Background of Chloramphenicole’s Long Influence on Organism
Sveikatos Mokslai, Health Sciences. 2008, 2 (56), pp.
Kasradze D,
Kasradze M.
ლიტვის რეფერირებადი ჟურნალი
რეფერირებადი
IF -2.168
10.
The Study of Hepatoprotective Activity of Melatonin During Durable Unsing
Hepato-Gastroenterology, Curent Medical and Surgical Trends. 2008, V55, pp. AI-A386 (p332)
Kasradze D,
Official Journal of the International Assotiation of Surgeons, Gastroenterologist and Oncologist
რეფერირებადი
IF – 0,907
11.
Melatonin (MT1A) Receptor, Universal Nitric Oxide Syntase (u-NOS) in The Pathogenesis and Prostate and Mammary Adenocarcinoma’s
Pathologie Biologie 2010, V58, Issue 5, pp. 391-392
Kasradze D
ფრანგული რეფერირებადი
ჟურნალი
რეფერირებადი
IF – 1,672
12.
The Study of Melatonin Protective Activity on Pancreatic B-Cells Under The Condition of Alloxan-Induced Diabetes During Aging
Georgian Medical News, 2010, No12 (189), pp.56-63
Kasradze D,
Kasradze M,
Nozadze P.
ქართული რეფერირებადი
ჟურნალი
რეფერირებადი
IF -0,016
13.
The Study of Pancreatic B-Cells Protective Activity of Melatonin Against The Background of Alloxan-Induced Diabetes Mellitus
Innovative Medicine and Biology, 2011, N1, pp.66-73
Kasradze M,
Kasradze D.
კანადის რეფერირებადი
ჟურნალი
14.
Research of Antiblastic Effect of Melatonin Using ATP-TCA Method on Adenocarcinoma Cell Culture, With Artificial Activation on Melatonin Receptor Genes Coding Proteins (with exclusive “cocktail”)
2011 Annual Scientific Meeting , CAMO, 2011.
Delta Chelsea
Toronto, Ontario
Kasradze D,
CAMO’s 2011 Abstract Book
15.
Research of Antiblastic Effect of Metonin by Using ATP-TCA Method on Prostate and Breast Cancer Cell Culture, With Artificial Activation on Melatonin Receptor Genes
Globalization and Security in Black and Caspian Seas Regions. 2011
pp.298-302
Kasradze D,
Petriashvili T.
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
16.
Pancreatic D-Cells in Aging and Intraislet Effects of Pancreatic Somatostatin
Georgian Medical News, 2011, No3 (192), pp.75-81
Kasradze D,
Beriashvili R,
Kasradze M,
Nozadze P.
ქართული რეფერირებადი
ჟურნალი
IF -0,016
17.
Posttraumatic Delirium in Geriatrics
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის მაცნე,
2011, N 3-4, 37
pp 147-151
Elizbarashvili N,
Kasradze D,
Buleishvili M,
Latibashvili I,
Dzamukashvili A.
ქართული რეფერირებადი
ჟურნალი
18.
Lifespan’s limit
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის მაცნე,
2011, N 3-4, 37
pp 153-162
ქართული რეფერირებადი
ჟურნალი
19.
Pecularities of Zinc Content in Patients with Psoriasis
EADV 2011 Abstract
Book. Lisbon 2011
PO1125
Leonidze Ts,
Okrostsvaridze N.
20.
Pecularities of Zinc Absorbtion in Faeces and Blood Patients with Psoriasis
EADV 2011 Abstract
Book. Lisbon 2011
PO1125
Leonidze Ts,
Okrostsvaridze N.
21.
Programming and Implementation of Age-Related Change
Senescence
Chapter 12 pp.251-268
Edited by Tetsuji Nagata
2012 Intech
Tkemaladze J,
Chichinadze K.
Book
22.
The Role of Melatonin Expression of Nitric Oxide Synthase in NSCLC Cell Culture in Vitro
ELCC 2012 Abstract book
23.
Biological and Clinica Aspect of Anticarcinogenic-Oncoprotetor Low Molecular Bio-Regulator
Journal of Cell Science and Therapy. 2012, 3-7
http://dx.doi.org/10.4172/.S1.007
რეფერირებადი
IF: 11.727
24.
Melatonin Receptor (MT1A), Nitric Oxyde Syntase and Prostate Cancer
Genes and Cancer 29
th
Annual Meeting. University of Warwick 2012, 10
th
-12
th
December
Kasradze D
25.
მოლეკულური და უჯრედული ონკოლოგია
თბილისი, 2012, გამომცემლობა “მთაწმინდელი“,
336 გვ.
დ.კასრაძე
მ.კასრაძე
სახელმძღვანელო
ISBN:
97.
მელატონინი და არტერიული ჰიპერტენზია
თბილისი, 2013, გამომცემლობა “მთაწმინდელი“,
158 გვ.
გ.სიმონია
მონოგრაფია
ISBN:
97.
Melatonin – Physiological Role in Oganism and The Influence on Liver Regeneration in Experimet
კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა. 2013 N1-4, pp.60-65
სორდია თ
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
28.
Melatonin, omerase and The Regulation Liver Tissue of The Rats
Advance in Tissue Regeneration 2013 Conference.
Lattrop, The Netherlands, November 2013
29.
Chemosensitivity Testing
Advanced Approaches in Melanoma and Sarcoma Diagnositcs and Treatment.
Almaty 2013
30.
Expression of Epidermal Growth Factor Receptor and Plasmatic Level of Melatonin in Simple and Complex Endometrial Hyperplasia
Georgian Medical News, 2013, No10 (223), pp.91-95
Dznelashvili N,
Kasradze D,
Mariamidze A,
Dzhinchveladze D.
რეფერირებადი
IF -0,016
31.
Экспрессия Рецептора Эпидермального фактора роста при эндометриальной гиперплазии и карциноме у человека
МЕДИЦИНСКАЯ НАУКА 2013 N3
pp.60-63
Dznelashvili N,
Kasradze D,
Mariamidze A,
Dzhinchveladze D,
Shanazarov N
რეფერირებადი
IF -1,212
32.
Concentracion of Blood Serum Epidermal Growth Factor in Patient with Simple and Complex Endometrial Hyperplasia
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის მაცნე,
2013, N 5-6, 39
pp 269-274
ძნელაშვილი ნ,
კასრაძე დ,
ხუციშვილი რ.
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
33.
Concentracion of Blood Serum Melatonin in Patient with Simple and Complex Endometrial Hyperplasia
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის მაცნე,
2013, N 5-6, 39
pp 275-280
ძნელაშვილი ნ,
კასრაძე დ,
ხუციშვილი რ.
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
34.
Melatonin Receptor (MT1A), Universal Nitric Oxide Synthase (u-NOS) and Breast Cancer
Actual Topics on
Women’s Health
2013 N2. Tbilisi
pp.43-47
Kasradze D
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
35.
In Vitro Study of Antiproliferative and Cytotoxic Activity of Liposomal Cisplatin (Lipoplatin) and Liposomal Doxorubicin (Caelyx) Combination Effect on Gastric Low-Differentiated (G3) and Anaplastic (G4) Adenocarcinomas By Using ATP-TCA Method
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის მაცნე,
2013, N 1-2, 39
pp 25-29
Kasradze D,
Aladashvili A,
Dznelashvili N,
Khutsishvili R
ქართულირეფერირებადი
ჟურნალი
36.
Melatonin Receptor (MT1A) Nitric Oxide Synthase and Breast Cancer
The Macrothem Review
2013, Paris, p- 39
A Multidisciplinary
journal of global
macro trends
Sordia T
რეფერირებადი
IF: 2,345
37.
ოსტეოკალცინი, პანკრეასის B-უჯრედები, მელატონინი
თბილისი, 2013, გამომცემლობა “მთაწმინდელი“,
128 გვ.
დ.კასრაძე
მ.კასრაძე
მონოგრაფია
ISBN:
97.
Salt-sensitive hypertension and Cardiotonic steroids in Georgian population
Journal of Hypertension,Volume 32,
e-Supplement 1,
2014, pp. 600. https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8#q=Journal+of+Hypertension%2C+Volume+32%2C+e-Supplement+1%2C+2014%2C+pp.+600.
I.Andronikashvili, I.Pantsulaia, N.Kantaria, A.Sepashvili, A.Tavartkiladze, M.Burnier, M.Maliard, J.Werzner
რეფერირებადი
IF: 4,222
39.
Salt-sensitive hypertension and cardiometabolic syndrome: study in Georgian patients
Journal of Hypertension,Volume 32, e-Supplement 1, 2014,
pp.163. http://www.hypertension2014.org/wordpress/wp-content/uploads/2014/06/ESH-ISH-2014-Abstract-Book-Poster-June-14.pdf
I.Andronikashvili, A.Tavartkiladze, T.Chikovani,I.Pantsulaia, N.Kikodze, M.Iobidze
რეფერირებადი
IF: 4,222
40.
Melatonin secretion in patients with breast cancer associated with primary hypertension
Journal of Hypertension Volume 32,
e-Supplement 1,
2014 pp. 618 https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8#q=Journal+of+Hypertension%2C+Volume+32%2C+e-Supplement+1%2C+2014%2C+pp.+600
A.Tavartkiladze, I.Andronikashvili
რეფერირებადი
IF: 4,222
.
41.
Melatonin secretion in patients wth breast cancer associated with primary hypertension
European Journal of Cancer, 2014, Vol.50, Suppl.5, p.231
https://www.infona.pl/resource/bwmeta1.element.elsevier-48cf08da-c538-3654-afb8-b
A.Tavartkiladze
რეფერირებადი
IF: 4.819
42.
Influence of Ademethionin and Melatonin in Patients with not Previously Treated and Treated_Relapsed Hepatitis C
The Journal Of Hospital Infection
2014 November
pp.87-88
Khutsishvili R
Sordia T
რეფერირებადი
IF: 2.782
43.
Role of Melatonin and Nitric Oxide Synthase in the Pathogenesis of Malignant Melanoma
Melanoma Conference Paris 2014 4-5 July
Abstracts Book
Abstarct Number A117
Petriashvili T
44.
Melatonin secretion in patients with breast cancer associated with primary hypertension
Ann Oncol (2014) 25 (suppl 5):v99.
http://annonc.oxfordjournals.org/content/25/suppl_5/v99.1.abstract
A.Tavartkiladze
რეფერირებადი
IF: 6.578
45.
Melatonin Secretion in Patient with Breast Cancer associated with primary hypertension
JSMO 2014 Congress
Abstracts Book
P.
CONCENTRATION OF BLOOD SERUM MELATONIN IN PATIENTS WITH SIMPLE AND COMPLEX ENDOMETRIAL HYPERPLASIA
Ann Oncol (2014) 25 (suppl 5):v44-v74.
http://annonc.oxfordjournals.org/content/25/suppl_5/v44.74.short
L. Tavartkiladze
რეფერირებადი
IF: 6.578
47.
Research of Antiblastic Effect of Melatonin Using ATP-TCA Method on Adenocarcinoma Cell Culture, With Artificial Activation on Melatonin Receptor Genes Coding Proteins (with exclusive “cocktail”)
The Macrothem Review
2014
NICE /Menton
A Multidisciplinary
journal of global
macro trends
L. Tavartkiladze
რეფერირებადი
IF: 2,345
48.
The role of cellular immunity in the pathogenesis and treatment of patients with primary liver cancer.
Journal of Clinical
Oncology 34 (15_suppl),
e14519-e
რეფერირებადი
IF: 26.303
49.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი