- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- თამარ ოქროპირიძე
თამარ ოქროპირიძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 17 April, 1964 (62 years)
Category: Dentist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1988 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი.
წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის
ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის
პრეპარატორი; წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი; წწ. თბილისის №3 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი; წწ. თბილისის №9 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი; წწ. სდასუს სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი; წწ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის
კათედრის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან სა
ასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სტომატოლოგიის დეპარტამენტის
ხელმძღვანელი; წწ.
თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური
ხელმძღვანელი, წწ. ამავე პროგრამის დირექტორი;
2013 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების მოწვეული პროფესორი;
მონაწილეობას ღებულობს სამეცნიერო საგრანტო პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; არის აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის კოორდინატორი სათაურით “ოსტეოპლასტიური მასალების გამოყენება პაროდონტოლოგიაში”; 91 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან – 4 სახელმძღვანელო, 2 პატენტი, 3 საავტორო უფლება, რომელთაგან ერთი არის სასწავლო კომპიუტერული პროგრამა სტუდენტებისათვის თერაპიულ სტომატოლოგიაში, რეფერირებად ჟურნალებში დაბეჭდილია 42 სამეცნიერო ნაშრომი;
7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 9 საკანდიდატო დისერტაციის
ოპონირება, ექსპერტიზა, რეცენზირება.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “პერიოდონტიტების მკურნალობა ლაზერის სხივების გამოყენებით”, დაიცვა 1995 წელს;
სადოქტორო დისერტაციის თემა – “ოსტეოგენეზის მასტიმულირებელი საშუალებებისა და პლაზმური თერაპიის გამოყენება პერიოდონტიტებისა და პაროდონტიტის კომპლექსურ მკურნალობაში და მათი თერაპიული ეფექტების მორფოფუნქციური კორელაცია”, დაიცვა 2004 წელს.
Member of Organizations
ინტერნეტ ჟურნალის – BLACK SEA SCIENTIFIC JOURNAL OF ACADEMIC RESEARCH რედკოლეგია, წევრი (2013-)
ჟურნალ “მკურნალის” სარედაქციო საბჭო, წევრი ()
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი
Bibliography
ინოვაციური მიდგომა უმაღლესი სკოლის სასწავლო პროცესში
: როგორ ვასწავლოთ უკეთ თერაპიული სტომატოლოგიის საფანტომო კურსი (Author). – თბილისი, 2012. – 186გვ
თერაპიული სტომატოლოგია
: სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდენტ-სტომატოლოგთათვის და ამ პროფილის პრაქტიკოს-ექიმთათვის (Co-Author). – თბილისი, 2001. – 424გვ