- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ბარბარე გორგოშიძე
ბარბარე გორგოშიძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
Date of birth: 11 December, 1951 (74 years)
Category: Endocrinologist, Reproductology
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.
1975–1976წწ. იყო ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1976–1978წწ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1978–1980წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1980 წლის დეკემბრიდან ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკის ექიმი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. ბაკურიანის და ჩაქვის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში. მისი საექიმო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა: ნებისმიერი გენეზის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა(მათ შორის აუტოიმუნური უნაყოფობა მომატებული ASA); ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკა და წონის კორექცია მტანჯველი დიეტების გარეშე; ქალის სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების და სქესობრივი გზით გადადებული ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა; საშვილოსნოს მიომის, საკვერცხეების კისტების, ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა(მათ შორის რეზუსკონფლიქტით, აუტოიმუნური გენეზით და ვირუსული ინფექციებით გამოწვეული); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ჭარბთმიანობის, მტკივნეული მენსტრუაციის და მენსტრუალური ციკლის დარღვევების გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ფალოპის მილების ნაწილობრივი ან სრული გაუვალობის მკურნალობა ფიტოთერაპიის(ფერტილოგენი) საშუალებით. ექიმი–რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “იმუნორეაქტიული ინსულინის, ზრდის ჰორმონის და კორტიზოლის სეკრეციის თავისებურებანი ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომით დაავადებულებში”, დაიცვა 1984 წელს.
Member of Organizations
ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი