გია თომაძე - Ekimi-ge.com
უკან
გია თომაძე

გია თომაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • დიღმის მასივი, კონსტანტინე ჩაჩავას 1, Tbilisi, Georgia, GE, 0100

Date of birth: 19 August, 1955 (70 years)

Category: Surgeon

Biography:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.
1979 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1979–1981წწ. მოსკოვის ქირურგიის საკავშირო ცენტრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. აქვე დაამთავრა ასპირანტურის კურსი და შეთავსებით მუშაობდა პასუხისმგებელ ქირურგად მოსკოვის N20 კლინიკურ საავადმყოფოში; 1994 წლიდან ქალაქის
N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის(ზოგადი ქირურგიული კლინიკის) თანამშრომელია. წწ. მუშაობდა მინესოტის(აშშ) უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში; წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი, ამჟამად არის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა პანელის წევრი ქირურგიაში და ორგანოთა ტრანსპლანტაციაში; ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 3 გამოგონება, 7 რაციონალიზატორული წინადადება, 4 მეთოდური რეკომენდაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა როგორც ქირურგი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “პანკრეასის სადინარის პლომბირების კლინიკური გამოყენების ექსპერიმენტული დასაბუთება”, დაიცვა 1983 წელს.
სადოქტორო დისერტაცია – “შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა”, დაიცვა 1993 წელს.
Member of Organizations
გადაუდებელ ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2016-)
ევროპის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
ევროსაბჭოს ექსპერტთა კომიტეტი ორგანოთა ტრანსპლანტაციაში, წევრი (2001-)
ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)
საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2017-)
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეჯი, წევრი
Awards and Honors
2012 – ღირსების ორდენი
2002 – გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
სამამულო ქირურგიის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის
1995 – მედალი “საბრძოლო დამსახურებისთვის”
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ქირურგად მონაწილეობისათვის

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი