- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- გურამ დავითაია
გურამ დავითაია
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 10 July, 1939 (86 years)
Category: Surgeon
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. ხონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს, სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს.
1958–1960წწ. იყო სოხუმის დრამატული თეატრის თანამშრომელი; 1966–1969წწ. მაკინსკის(ყაზახეთი) რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე–ქირურგი; 1972– 1991წწ. ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 150–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემული აქვს მონოგრაფიები. ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო წრეს, ექიმებსა და ასპირანტებს. ექიმი–ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინისა და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “იშემიზირებული ნაწლავის მარყუჟის სიცოცხლის უნარიანობა და ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დიაგნოსტიკა”, დაიცვა 1974 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “მწვავე მუცლის სინდრომი ბავშვებში”, დაიცვა 1989 წელს.
Member of Organizations
ბავშვთა ქირურგთა ასოციაცია, წევრი
ბერლინის ქართული საზოგადოება
Awards and Honors
1971 – მედალი
ყამირის ათვისებისათვის