- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- დავით გორდელაძე
დავით გორდელაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 3 March, 1946 (80 years)
Category: Therapist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.
1969–1972წწ. იყო საქართველოს სსრ ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1972–1975წწ. ციტოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975–1980წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მეორე თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმი–თერაპევტი; 1980–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1990–1995წწ. დოცენტი; 1995–1997წწ. პროფესორი; წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი მედიცინის ფაკულტეტის პირველი დეკანი, წწ. ამავე უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე. წწ. ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს “ზოგადთერაპიული კლინიკის” პროფესორი; 2012 წლიდან შპს “ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური” თერაპიული და კარდიოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი; 2013 წლიდან თერაპიული სამსახურის უფროსი. ავტორია 3 გამოგონების და 84 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის კუნთის მორფოლოგიას, ჰეპატოლოგიას, მინერალურ ცვლას, ლაზეროთერაპიას, თერაპიის სწავლების მეთოდოლოგიას. გამოცემული აქვს მონოგრაფია: “გულის მორფოლოგია სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს”(1976); წწ. სამი სამეურნეო-ხელშეკრულებითი სამეცნიერო თემის ხელმძღვანელი; არის რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ოპონენტი და რეცენზენტი; მისი ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წწ. სამედიცინო ფაკულტეტზე გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მაგისტრატურა; პირველმა წაიკითხა სამედიცინო სამართლის ლექციები ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; არის თერაპიული მიმართულების კლინიკური მდგომარეობების მართვის
7 სახელმწიფო სტანდარტის(პროტოკოლის) ავტორი. არის ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მიოკარდიუმის მორფოლოგიური ცვლილებები სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს ექსპერიმენტში”, დაიცვა 1973 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “მინერალური ცვლის დარღვევის ექსპერტ–დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა ექსტრემალურ პირობებში ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს”, დაიცვა 1993 წელს.
Member of Organizations
“სამკურნალო პრეპარატები საქართველოში” ცნობარი ვიდალის 5 გამოცემის სამეცნიერო – ეთიკური კომიტეტი, “ფარმინფორმი”, წევრი ()
დიპლომის შემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო, წევრი ()
ზოგადი პრაქტიკისა და ოჯახის ექიმთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2004-)
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის ქვეკომიტეტი, სწავლული ექსპერტი
საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემია, აკადემიკოსი
სახელმწიფო საექიმო საკვალიფიკაციო გამოცდების კომისია, წევრი ()
უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერთიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო, წევრი ()
შსს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი, წევრი
Bibliography
ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი – Bioethics and medical law
(Co-Author). – თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005. – 43 გვ.. – ISBN:
შინაგანი მედიცინა
: შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა, შინაგანი დაავადებები, სამხედრო საველე თერაპია : (მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის) (Editor). – თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. – 30 გვ.
შინაგან დავადებათა პროპედევტიკა
: სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის (Editor) // ნაწ. 2. – თბილისი, მედეა, 1998. – 551 გვ.
მედიცინის და ბიოლოგიის აქტუალური საკითხები
: ქალაქის 1-ლი კლინიკური საავადმყოფოს დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები (Editor). – თბილისი, 1998. – 164 გვ.
კლინიკური ამოცანები შინაგან დაავადებათა პროპედევტიკაში
: სასწავლო – მეთოდური სახელმძღვანელო მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (Author). – თბილისი, 1988. – 32 გვ.