- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ვეტა ლაზარაშვილი
ვეტა ლაზარაშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 10 November, 1953 (72 years)
Category: Psychiater
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.
1981–1985წწ. სწავლობდა ასპირანტურაში–მოსკოვის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1977–1983წწ. იყო რესპუბლიკის ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ფსიქიატრი, 1986–1993წწ. მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ფსიქიატრიის ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიის განყოფილების უფროსი, 1990–1995წწ. სოციალურ–ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილების გამგე. 1992 წლიდან არის კრიზისული სოციალურ–ფსიქიატრიული დახმარების ცენტრის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თვითმკვლელობას, ნორმასა და პათოლოგიას ფსიქიატრიაში, სტრესსა და სიტუაციურ რეაქციებს, ფსიქოლოგიურ კრიზისს, ფსიქო–სოციალურ დევიაციებს, რეაბილიტაციასა და პრევენციას. არის დისერტანტთა ხელმძღვანელი. ხელმძღვანელობს აგრეთვე სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრ “ნდობას”. ატარებს ტრენინგებს, ლექციებს თბილისსა და რეგიონებში. მან პირველმა დააფუძნა საქართველოში ფსიქოსოციალური და კრიზისული დახმარების სტრუქტურები. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “პრაქტიკულად ჯანმრთელ პირთა და ფსიქოპათიურ პიროვნებათა განმეორებითი სუიციდური ქცევების ანალიზი”, დაიცვა 1986 წელს.
Member of Organizations
საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის ლიდერ ქალთა საერთაშორისო კონსორციუმი, წევრი
ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, წევრი