- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ვიქტორია ასათიანი
ვიქტორია ასათიანი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 1 January, 1933 (93 years)
Category: Oncologist
Biography:
დაიბადა ქ. თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.
1957–1960წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1968წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კიბოს ექსპერიმენტული ლაბორატორიის მეცნიერ– თანამშრომელი; 1968–1981წწ. ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1981 წლიდან ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სწავლული მდივანი. ავტორია 98 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს 4 საავტორო მოწმობა. ექიმი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა: “ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის გავლენა გადანერგილი სიმსივნეების ზრდაზე”, დაიცვა 1961 წელს.
Member of Organizations
ონკოლოგთა საზოგადოების საკოორდინაციო საბჭო, წევრი
ონკოლოგცენტრის სამეცნიერო საბჭო, წევრი
Awards and Honors
1998 – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი