ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი - Ekimi-ge.com

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 2 March, 1941 (85 years)

Category: Cardiologist, Surgeon

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს.
1965–1967 წლებში იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ექიმი. 1968–1980 წლებში მუშაობდა მოსკოვში ა. ბაკულევის სახელობის გულის ქირურგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1981 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ჩვილ ბავშვთა გულის ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე. ვლადიმერ ალექსი–მესხიშვილმა შეისწავლა გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის, ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპიის, გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკისა და პათოფიზიოლოგიის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პათოფიზიოლოგიის საკითხები და სხვ. 1989 წლიდან მუშაობს გერმანიაში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1979), პროფესორი(1989), კარდიოქირურგი.
Member of Organizations
აშშ გულ-სისხძარღვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი (1997-)
გერმანიის გულმკერდის და გულ–სისხძარღვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი (1993-)
გულმკერდის ქირურგიის ამერიკული ასოციაცია, წევრი (1998-)
გულ–სისხძარღვთა ქირურგიის მედიტერანული საზოგადოება, წევრი (1995-)
ევროპის გულმკერდის და გულის ქირურგიის ასოციაცია, წევრი (1995-)
ევროპის თერაპიის საზოგადოება, წევრი (1984-)
ევროპის პედიატრიული კარდიოლოგიის საზოგადოება, წევრი (1998-)
რუსეთის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი (1980-)
უკრაინის გულ-სისხძარღვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი (1992-)
Awards and Honors
1986 – სსრკ სახელმწიფო პრემია, ახალშობილი და ჩვილი ბავშვების ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის მეთოდების დამუშავებისა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისათვის

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი