- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ვლადიმერ ვოლობუევი
ვლადიმერ ვოლობუევი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 29 December, 1938 (87 years)
Category: Pulmonologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ყარაგანდის(ყაზახეთი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.
1962–1964წწ. იყო ყაზახეთის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ტუბსაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი ანესთეზიოლოგი; 1964–1967წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის I ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1967–1970წწ. თბილისის
I კლინიკური საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე; 1970 წელს თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულ–მკერდის ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1970–1976წწ. კათედრის ასისტენტი; 1976–1985წწ. დოცენტი; 1985–1988წწ. თბილისის მე–6 ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიული ნაწილის მთავარი ექიმის მოადგილე; 1988 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფტიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიის კათედრის გამგე. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის. არის ორი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, ექიმი–პულმონოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰემოდინამიკა ჩირქოვანი და სიმსივნური დაავადებების მქონე ავადმყოფებზე”, დაიცვა 1968 წელს.