ზერო მუმლაძე - Ekimi-ge.com

ზერო მუმლაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 6 June, 1934 (92 years)

Category: Cardiologist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს.
1960–1962წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ექიმ–პედიატრად; 1964–1968წწ. იყო ექიმ–ორდინატორი თბილისის ბავშვთა II საავადმყოფოსა და I საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში; 1968–1971წწ. პედიატრი ყაზახეღის რესპუბლიკაში(ჯაქსი და მაკინსკის რაიონები); 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას რევმატიზმით და შემაერთებელი ქსოვილის დიფუზიური დაავადებებით შეპყრობილ ბავშვებში. ორდინატორებს უტარებდა ელექტროკარდიოგრაფიულ ციკლს. კითხულობდა ლექციების კურსს, ატარებდა სემინარებს რევმატოლოგიურ ცენტრში ბავშვთა პოლიკლინიკების კარდიორევმატოლოგებთან. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. თბილისის ბავშვთა მთავარი კარდიოლოგი, ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა რევმატიზმით დაავადებულ ბავშვებში, პალატისა და აერარიუმის მკურნალობის პირობებში”, დაიცვა 1979 წელს.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი