ზვიად ბახუტაშვილი - Ekimi-ge.com

ზვიად ბახუტაშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • წინანდალის ქ. N 9, Tbilisi, Georgia, GE, 0100

Date of birth: 27 July, 1962 (63 years)

Category: Surgeon

Biography:
დაბადების ადგილი: თეთრიწყაროს რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს.
1986–1988წწ. იყო
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988–1991წწ. მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1993 წელს საქართველოში პირველად შეასრულა აორტო–კორონარული შუნტირება.
2000 წლიდან დღემდე ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია.
ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის პრობლემებს. არის გულ–სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ხელოვნური სისხლის მიმოქცევით მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის დროს გართულებების რისკი მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ”, დაიცვა 1992 წელს.
Member of Organizations
ევროპის გულ-მკერდის ქირურგიის ასოციაცია, წევრი
საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი