- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ზივიბეგ ბიბილეიშვილი
ზივიბეგ ბიბილეიშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 26 November, 1933 (92 years)
Category: Obstetrician-gynecologist
Biography:
დაიბადა ქ. თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.
1958–1959წწ. იყო კაჭრეთის რაისაავადმყოფოს, 1959–1962წწ. თბილისის N6 ქალთა კონსულტაციის, 1962–1968წწ. II სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1968–1970წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის
N2 კათედრის ასისტენტი, წწ. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1977 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო, შემდეგ სამეცნიერო დარგში; 1985–1989წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი მეცნიერების დრგში, წწ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობს პერინატოლოგიის და ბავშვთა გინეკოლოგიის კურსს. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, არის 38 კლინიკური ორდინატორის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის ხელმძღვანელ–კონსულტანტი, პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექიმი მეან–გინეკოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “დედისა და ნაყოფის სისხლში ფერმენტების და მიკროელემენტების ცვლა ფიზიოლოგიური ორსულობის და მშობიარობის დროს”, დაიცვა 1966 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “სამშობიარო მოქმედების სისუსტის მკურნალობა და ნაყოფის პერინატალური დაცვა”, დაიცვა 1976 წელს.
Member of Organizations
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ფონდი, პრეზიდენტი (1990-)
სრულიად საქართველოს მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი