ზურაბ იაშაღაშვილი - Ekimi-ge.com

ზურაბ იაშაღაშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 22 January, 1962 (64 years)

Category: Surgeon

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.
1985–1986წწ. იყო თბილისის VIII საავადმყოფოს ქირურგი ინტერნი; 1986–1989წწ. რუსთავის N2 პოლიკლინიკის ქირურგი; 1989–1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი, პარალელურად – საათობრივი ასისტენტი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, კუჭისა და სანაღვლე გზების ქირურგიის საკითხებზე. ეკუთვნის ერთი რაციონალური წინადადება: “დუოდენო–ბილიარული რეფლექსის ბიოქიმიური გამოვლინების მეთოდური ექსპერიმენტში”. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “კუჭისა და ნაღვლის ბუშტის შეუღლებული დაავადებები”, დაიცვა 1991 წელს.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი