- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ზურაბ კაცაძე
ზურაბ კაცაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 13 March, 1939 (87 years)
Category: Health Organizer
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის სახმელეთო ჯარების ექიმთა მომზადების ფაკულტეტი 1972 წელს.
1972–1975წწ. იყო ცალკეული სამედიცინო ასეულის(სამხედრო ნაწილის) უფროსი; 1975–1977წწ. სამედიცინო სამსახურის უფროსი სპეციალისტების სკოლის უფროსი; 1977–1986წწ. ცალკეული სასწავლო–სამედიცინო ბატალიონის უფროსი; 1986–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო–სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი სასწავლო სახელმძღვანელო ერთი მეთოდური სახელმძღვანელო სამოქალაქო თავდაცვაში. მისი ხალმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია. არის ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ექსტრემალურ სიტუაციებში საქართველოს სამხედრო ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის მეცნიერულად დასაბუთებული სისტემის მოდელის შემუშავება”, დაიცვა 1997 წელს.