თამაზ ლობჟანიძე - Ekimi-ge.com

თამაზ ლობჟანიძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 2 January, 1949 (77 years)

Category: Therapist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.
1972–1974წწ. იყო გორის მოზრდილთა პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1974–1975წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკის ორდინატორი; 1975–1981წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981–1986წწ. თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი; წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის შინაგან მედიცინაში პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამების ხელმძღვანელი. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება პულმონოლოგიის, კარდიოლოგიის და დიაბეტოლოგიის აქტუალურ საკითხებს, მათშორის 2 მეთოდური რეკომებდაცია, 2 წიგნი და 2 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადისერტაციო ნაშრომი აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ტრიბუსპონინის და ტრივიპირინის ანტიათეროსკლეროზული მოქმედების შედარებითი ექსპერიმენტულ–კლინიკური შესწავლა”, დაიცვა 1980 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “დიაბეტური პულმოპათიის კლინიკური და მორფოლოგიური საფუძვლები”, დაიცვა 2003 წელს.
Member of Organizations
თერაპევტთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი
ჟურნალ “კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა XXI”- სარედაქციო საბჭო, წევრი (2006-)
ჟურნალ “საქართველოს რესპირაციული ჟურნალი”-ს სარედაქციო საბჭო, წევრი (2007-)
რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2005-)
საქართველოს ინტერნისტთა ასოციაცია, წევრი (1977-)
საქართველოს რესპირაციული ასოციაცია, წევრი (2007-)
Awards and Honors
2015 – საქართველოს ეროვნული პრემია
სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის – “რესპირაციული მედიცინა XXI-ე საუკუნის დასაწყისში”
Bibliography
რესპირაციული მედიცინის რჩეული საკითხები
: სახელმძღვანელო (Author). – თბილისი, 2019. – 720 გვ. – ISBN: 97საქართველოს რესპირაციული ჟურნალი
: იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონიები (Author) // ტ. 13, N1. – თბილისი, 2017. – 4-44 გვ.
ბინაზე მოვლის სახელმძღვანელო ასპექტები სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებში
(Co-Author). – თბილისი, ქველმოქმედი, 2004. – 20 გვ.
მორფოლოგიური ცვლილებები რესპირაციულ სისტემაში ექსპერიმენტული ინსულინდამოკიდებული დიაბეტის დროს
(Author). – თბილისი, 2004. – 75 გვ.
სანამ ექიმი მოვა…
(Co-Author). – თბილისი, ქველმოქმედი, 2001. – 72 გვ.
ჯანმრთელი სიბერე
(Editor). – თბილისი, 1999. – 219 გვ.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი