- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- თამაზ მაღლაკელიძე
თამაზ მაღლაკელიძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- Tbilisi, Georgia, GE, 0100
Date of birth: 14 March, 1947 (79 years)
Category: Pulmonologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.
1970–1971წწ. მუშაობდა ბორჯომის სანატორიუმ “ლიკანში”; 1971–1977წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1977–1991წწ. ასისტენტი, 1991 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. . – საქართველოში გაეროს ოფისის ექიმი-კონსულტანტი. – სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე . 2007 წლიდან-დღემდე – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკასიის კოორდინატორი. ოჯახის ექიმთა რესპირატორული სისტემის გაიდლაინების სწავლების პროექტის მონაწილე საქართველოში. 2016 – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრის პროფესორი.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
51 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (რომლებიც ძირითადად ეძღვნება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს), მათ შორის რესპირაციის საკითხებში 4 მეთოდური რეკომენდაციის და 5 ეროვნული გაიდლაინის ავტორი;
სპირომეტრიის, ფქოდ-ის, ბრონქიალური ასთმის და თამბაქოსთვის თავის დანებების პროგრამის კოორდინატორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -“მიოკარდიუმის შეკუმშვადი ფუნქცია, ცენტრალური და პერიფერიული ჰერმოდინამიკა სხვადასხვა კლასის B–ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს”, დაიცვა 1987 წელს.
Member of Organizations
ევროპის რესპირატორთა ასოციაცია, წევრი
თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო სამჭო, წევრი
ნიუ–იორკის აკადემია, წევრი
რუსეთის პულმონოლოგთა საზოგადოება, წევრი
საქართველოს ალერგოლო–იმუნოლოგთა და იმუნორეაბილიტაციის სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი
საქართველოს თერაპიული საზოგადოება, წევრი
Awards and Honors
2015 – ეროვნული პრემიის ლაურეატი.
2002 – ღირსების ორდენის კავალერი