- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- თეიმურაზ იოსელიანი
თეიმურაზ იოსელიანი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- Tbilisi, Georgia, GE, 0100 | თევდორე მღვდლის #13 • იაკობ ნიკოლაძის #10 (ვერა)
სპეციალობა
Date of birth: 31 July, 1947 (78 years)
Category: Surgeon
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.
1971–1973წწ. იყო ბათუმის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1973–1989წწ. თბილისის ე. ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი,
1973 წლიდან დააფუძნა ენდოსკოპიური განყოფილება და პირველმა საქართველოში დაიწყო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური მკურნალობა. კვალიფიკაცია გაიარა ენდოსკოპიაში ქ. მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში.
1990 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიური
და ენდოსკოპიური ქირურგიის
განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს
100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია “ენდოსკოპიის ატლასი”. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში: ჩიკაგო (ა.შ.შ), ლონდონი (ინგლისი), ვენა, გრაცი (ავსტრია), ბუდაპეშტი (უნგრეთი), პრაღა (ჩეხეთი), სტამბული (თურქეთი), მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი)
.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “კუჭის რეზექციის შემდგომი უახლესი პერიოდის გართულებების ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა”, დაიცვა 1995 წელს.
ქირურგი–ენდოსკოპისტი.
მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
Member of Organizations
საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი
საქართველოს რენტგენოლოგთა ასოციაცია, წევრი
საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი
Awards and Honors
გრ. მუხაძის სახ. პრემიის ლაურეატი