- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- თეიმურაზ კობიძე
თეიმურაზ კობიძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
Date of birth: 7 November, 1946 (79 years)
Category: Toxicologist
Biography:
დაიბადა ქ. თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1969 წელს.
1969–1972წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1972–1978წწ. ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ხელოვნური სისხლის მიმოქცევის განყოფილებაში; 1978–1979წწ. იყო თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–რეანიმატოლოგი; 1980–1983წწ. ხელოვნური თირკმლის კაბინეტის გამგე; 1983–1991წწ. ექსტრაკორპოლარული დეტოქსიკაციის კაბინეტის გამგე; 1991–1992წწ. ტოქსიკოლოგიის ცენტრის ტოქსიკორეანიმაციის განყოფილების გამგე; 1993 წლიდან ხელმძღვანელობს ტოქსიკოლოგიის ეროვნულ ცენტრს; 1992 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ტოქსიკოლოგიის კურსს. ავტორია 108 სამეცნიერო ნაშრომის, 1 მონოგრაფიის და 3 დამხმარე სახელმძღვანელოსი. არის კლინიკური ტოქსიკოლოგიის პრაქტიკაში ექსტრაკორპორალური და სორბციული დეტოქსიკაციის განვითარებისა და ეფერენტული მედიცინის განვითარების ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ექსპერტი-ტოქსიკოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მიოკარდის ზოგიერთი მორფო–ფუნქციური ცვლილებები გულის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების სხვადასხვა მეთოდების დროს”, დაიცვა 1980 წელს.
Member of Organizations
ევროპის ტოქსიკოლოგიის ცენტრებისა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
Bibliography
უცნობი შხამებით მოწამვლა
: დამხმარე სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (Author). – თბილისი, 1998. – 79 გვ.