თეიმურაზ მახათაძე - Ekimi-ge.com

თეიმურაზ მახათაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 22 October, 1946 (79 years)

Category: Doctor

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში 1964–1967 წლებში. დაამთავრა კიევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს.
1970–1971წწ. მუშაობად ქალაქ ჟიტომირში(უკრაინა) ქირურგად; 1971–1976წწ. იყო თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1987 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიას, ხელოვნურ დამხმარე სისხლმიმოქცევას, თორაკალური ქირურგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: “დამხმარე სისხლმიმოქცევის აპარატები და მეთოდები”(“საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1989); გამოგონებები: “დამხმარე სისხლმიმოქცევის მოწყობილობა”, “ხელოვნური სისხლმიმოქცევის ტუმბო”, 1981. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “გულის შიდა მასაჟი მწვავე უკმარისობისა და გაჩერების დროს”, დაიცვა 1974 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “დამხმარე სისხლმიმოქცევის სხვადასხვა მეთოდების შედარებითი შეფასება, ეფექტურობა გულის მუშაობის კრიტიკული მდგომარეობის დროს”, დაიცვა 1989 წელს.
Member of Organizations
პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი