- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ივანე დავითაია
ივანე დავითაია
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 20 May, 1935 (91 years)
Category: Surgeon
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.
1960–1962წწ. იყო ჭიათურის მარგანტრესტის მედიკო–სანიტარული სამსახურის ექიმი–ქირურგი; 1963–1965წწ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1966–1970წწ. რკინიგზის თბილისის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგი, პარალელურად ქალაქის N4 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი, 1970–1972წწ. გეგეჭკორის რაიონის ქირურგი; 1973–1980წწ. მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი და დოცენტი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიის, ერთი გამოგონების და სამი მეთოდური წერილის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ადამიანის გულის გვირგვინოვანი არტერიების კალაპოტის მორფომეტრიული თავისებურებანი დაბერების პროცესში”.
Member of Organizations
სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
საქართველოს ეროვნული აკადემია, წევრი