ილია კუჭავა - Ekimi-ge.com

ილია კუჭავა

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 8 September, 1952 (73 years)

Category: Anatomist, Surgeon

Biography:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.
1976–1977წწ. იყო წითელწყაროს რაიონის ექიმი–ქირურგი; 1977–1979წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1979–1981წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე; 1981 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი და უფროსი მასწავლებელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ღვიძლის არტერიის ქირურგიულ ანატომიას, ღვიძლის შეწევისა და კარის ტოპოგრაფიასა და მხედველობის ნერვის ანატომიას”. ქირურგ–ტოპოგრაფანატომი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული აკადემიის უფროსი მასწავლებელი. სამედიცინი ინსტიტუტ “გაენათის” პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ღვიძლის არტერიის II0IV რიგის ტოტების ინდივიდუალური თავისებურებანი”, დაიცვა 1994 წელს.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი