- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ირაკლი მეგრელაძე
ირაკლი მეგრელაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
Date of birth: 27 July, 1938 (87 years)
Category: Cardiologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.
1962–1963წწ. მუშაობდა ბორჯომში ექიმ–ორდინატორად; 1963–1966წწ. იყო თბილისის ნევროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1967–1977წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1977–1991წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1991–1992წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრი. 1993 წლიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო აკადემიის თერაპია–კარდიოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატი დისერტაციის თემა – “თალამუსის არასპეციფიკური ბირთვების როლი მცირე ეპილეფსიისათვის დამახასიათებელი ეეგ ცვლილებების ფორმირებაში”.
Member of Organizations
ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია, წევრი
საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
Awards and Honors
1980 – საქართველოს სახელმწიფო პრემია