- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ირინა ანდრონიკაშვილი
ირინა ანდრონიკაშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
Date of birth: 21 November, 1963 (62 years)
Category: Therapist, Cardiologist
Biography:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.
1987–1988წწ. ინტერნატურა გაიარა თერაპიაში ნ. კახიანის სახელობის საგზაო კლინიკურ საავადმყოფოში; 1988–1990წწ. იყო ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1990 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან თ
ბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა N4 კათედრის ასისტენტია. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის პრობლემებზე. არის ექიმი–თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ჰუმორული ნატრიურეზული სისტემა მარილმგრძნობელი ესენციური ჰიპერტენზიის დროს”, დაიცვა 1998 წელს.