- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ლალი ბრეგვაძე
ლალი ბრეგვაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 4 June, 1942 (84 years)
Category: Pediatrist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს.
1968–1973წწ. იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1973–1980წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ალერგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წელს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა საავადმყოფოს პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1994 წელს დოცენტი, პროფესორი. ავტორია 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია “ბავშვთა ასთმა” (1998). ხელმძღვანელობს მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის III პედიატრიულ განყოფილებას.
ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -“დედასა და ბავშვს შორის სისხლის ჯგუფური(ABO) შეუთავსებლობის როლი ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის დროს”, დაიცვა 1973 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “რესწპირაციული ალერგიის კლინიკო–მეტაბოლური ასპექტები ბავშვებში”, დაიცვა 1993 წელს.
Member of Organizations
ალერგიის ინსტიტუტი UCB, წევრი
ევროპის ალერგოლოგთა და კლ. იმუნოლოგთა აკადემია, წევრი
პედიატრთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
სამეცნიერო ასოციაცია “ინტერ ასთმა”, წევრი