- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- მამუკა გურგენიძე
მამუკა გურგენიძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თ.მღვდლის ქ.#13
Date of birth: 11 February, 1964 (62 years)
Category: Surgeon
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სწავლობდა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტში (1984–88) შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1990 წელს.
1991 წლიდან მუშაობს სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილებაში. გ
აიარა სტაჟირება ენდოქირურგიაში: მოსკოვი (რუსეთი), მიუნხენი (გერმანია), გრაცი (ავსტრია). 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
ავტორია 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც შეეხება კუჭის წყლულოვან დაავადებას, მალიგნიზაციას, კიბოს დიაგნოსტიკას ქოლედოქოლითიაზის დიაგნოსტიკასა და ენდოსკოპიურ მკურნალობას.
“საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი”-საქართველოში პირველი ენდოსკოპიური მონოგრაფია.
მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში: პრაღა (ჩეხეთი), გრაცი (ავსტრია), სტამბული (თურქეთი), ტაშკენტი (უზბეკეთი), ამსტერდამი (ნიდერლანდები), დუსელდორფი (გერმანია),ჩიკაგო (ა.შ.შ).
ექიმი–ენდოსკოპისტი,
პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი, ენდოსკოპიის და ენდოქირურგიის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “კუჭის წყლულის მალიგნიზაციის კომპლექსური დიაგნოსტიკა”, დაიცვა 1998 წელს.
Member of Organizations
ევროპის ენდოსკოპიური ქირურგიის ასოციაცია, წევრი
საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია, პრეზიდენტი