მამუკა მარგველაშვილი - Ekimi-ge.com

მამუკა მარგველაშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • ვაჟა-ფშაველას გამზ. 39, Tbilisi, Georgia, GE, 0100

Date of birth: 6 September, 1957 (68 years)

Category: Dentist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1981 წელს.
1981–1982წწ. იყო რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–ინტერნი; 1982–1986წწ. ზესტაფონის რაიონის სოფ. ქვედა საზანოს ს/ამბულატორიის ექიმი–სტომატოლოგი; 1986–1995წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი. 1995 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრის სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომისა ორთოპედიული სტომატოლოგიის, პროფილაქტიკის, ეპიდემიოლოგიის, სოციოლოგიის საკითხებზე. არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოს – “სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა”, ავტორი. 1993 წლიდან არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი. უმაღლესი კატეგორიის ექიმი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ორთოპედიული სტომატოლოგიური დახმარების საჭიროების განსაზღვრა და მისი ეფექტურობის გაუმჯობესების გზები”, დაიცვა 1991 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “კბილის მაგარი ქსოვილების სხვადასხვა ფორმის პათოლოგიური ცვეთის ორთოპედიული მკურნალობის კლინიკურ–ლაბორატორიული დასაბუთება”, დაიცვა 1995 წელს.
Member of Organizations
პ. ფოშარის სახელობის სტომატოლოგთა საერთაშორისო აკადემია, წევრი
საქართველოს სამეცნიერო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი