- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- მიხეილ ლანდია
მიხეილ ლანდია
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 1 January, 1948 (78 years)
Category: Gynecologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ლენინგრადის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.
1972–1974წწ. მუშაობდა ბათუმში გინეკოლოგად; 1974–1985წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის II სამეანო გინეკოლოგიურ კათედრაზე; 1985 წლიდან არის კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა ორსულთა ტოქსიკოზის დიაგნოსტიკის, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურორტული გინეკოლოგიის საკითხებზე. არის კურორტ მენჯისა და სამტრედიის კონსულტატი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. გინეკოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ზოგიერთი ფერმენტისა და იზოფერმენტის აქტივობის ცვლილებები სისტემაში დედა -პლაცენტა – ნაყოფი ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის დროს”, დაიცვა 1983 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “ტუბარული უშვილობის კომპლექსური მკურნალობა და ქალის გენერაციული ფუნქციის ეტაპური რეაბილიტაცია ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით”.