- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ნანა მჭედლიშვილი
ნანა მჭედლიშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 9 January, 1949 (77 years)
Category: Pediatrist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1973 წელს.
1973–1974წწ. ინტერნატურის კურსი გაიარა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში; 1974–1978წწ. იყო რუსთავის ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1978–1980წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1986წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1986–1996წწ. ასისტენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი ავტორობით დაბეჭდილია მთელი თავები სახელმძღვანელოებში: “ახალშობილთა დაავადებები”(“განათლება”, თბილისი, 1990); “ბავშვთა დაავადებების პროპედევტიკა”(თბილისი, 1993). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის დოცენტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “Tდა B ლიმფოციტები ზურგის ტვინის სითხესა და პერიფერიულ სისხლში ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში ცნს-ის ჰიპოქსიური დაზიანების დროს”, დაიცვა 1984 წელს.
Member of Organizations
საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი