- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ნინო კილაძე
ნინო კილაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 23 December, 1955 (70 years)
Category: Hygienist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1979 წელს.
1979–1980წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის ექიმი; 1980–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია შრომის ჰიგიენის საკითხები. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ცხელი მიკროკლიმატის პირობებში მომუშავე ქალთა გადახურებისაგან დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფიზიოლოგიურ–ჰიგიენური დასაბუთება”, დაიცვა 1992 წელს.
Member of Organizations
აქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, წევრი