- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ნინო ლოლაშვილი
ნინო ლოლაშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 27 April, 1952 (74 years)
Category: Transfuziologist, Hematologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.
1975–1977წწ. იყო ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1978–1981წწ. თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1981–1987წწ. ჰემოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1987–1990წწ. დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების უმცროსი, 1990–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1996 წლიდან ამავე განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰემობლასტოზების დიაგნოსტიკასა და პროგნოზირებას, ანემიების ეპიდემიოლოგიას, კლინიკას, მკურნალობას, კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ქრონიკული ლიმფოლეიკოზის ტიპიური და ატიპიური ფორმების პროგნოზირება და დიფერენციალური დიაგნოსტიკა”, დაიცვა 1984 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “რკინა–დეფიციტური ანემიების განვითარების კანონზომიერებანი და პროფილაქტიკის პრინციპები საქართველოს მოზრდილთა პოპულაციაში”, დაიცვა 1994 წელს.